ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 02:31 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
13°C broken clouds

უკრაინა აშშ-სგან ჩამორთმეულ ირანულ იარაღს მიიღებს – CNN

აშშ ათასობით ჩამორთმეულ ირანულ იარაღს და საბრძოლო მასალის უკრაინას გადასცემს, რაც ხელს შეუწყობს უკრაინელი სამხედროების ზოგიერთი კრიტიკული დეფიციტის შემსუბუქებას. ამის შესახებ CNN ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება.

ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ შესაძლოა ამ გადაწყვეტილების შესახებ მიმდინარე კვირას გამოაცხადოს, თუმცა როგორც მედია აღნიშნავს, გაურკვეველია, რა იურიდიულ უფლებამოსილებებს გამოიყენებს აშშ იარაღის გადაცემის გასაადვილებლად.

ცნობისთვის, გაერო მოითხოვს, რომ ჩამორთმეული იარაღი განადგურდეს ან შეინახოს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები