ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 02:31 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
13°C broken clouds

რესპუბლიკელი კონგრესმენი პალატის სპიკერად ტრამპს წარადგენს – The Guardian

ტეხასელმა რესპუბლიკელმა ტროი ნელსმა, რომელიც აშშ-ის ექსპრეზიდენტს დონალდ ტრამპს მისი „ცხოვრების საუკეთესო პრეზიდენტს” უწოდებს, აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე კევინ მაკარტის შემცვლელად ტრამპს დაასახელებს. ამის შესახებ The Guardian წერს.

„ამ კვირაში, როდესაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ხელახლა შეიკრიბება, ჩემი პირველი სამუშაო იქნება დონალდ ჯეი ტრამპის წარდგენა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად. პრეზიდენტ ტრამპს, ჩემი ცხოვრების უდიდეს პრეზიდენტს, აქვს დადასტურებული, რომ ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებს და „სახლს“ კვლავ დიდებულს გახდის“, – განაცხადა ტეხასელმა რესპუბლიკელმა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიუხედავად 91 სისხლის სამართლის ბრალდებისა (საარჩევნო დივერსიისთვის, საიდუმლო ინფორმაციის შენახვისა და ფულის გადახდისათვის) და სამოქალაქო მუქარისა და ცილისწამებისა სასამართლო პროცესზე ნიუ-იორკში, ტრამპი აშკარად ლიდერია რესპუბლიკელების საპრეზიდენტო პრაიმერში.

ცნობისთვის, კევინ მაკარტი აშშ-ის პალატის სპიკერის პოსტიდან მემარჯვენე რესპუბლიკელებმა გადააყენეს. ეს აშშ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პალატის სპიკერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები