ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 02:19 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

აქ თუ რუსული ტანკები შემოვიდნენ ამ ქვეყანას დაშლიან სამშობლო აღარ გვექნება – ზურა მახარაძე

“კონსერვატიული მოძრაობის” წევრი, ზურა მახარაძე ტელეკომპანია “სეზონის” ეთერში “ანტიმაიდანთან” დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებულ აზრს  (რუსები ანტირუსული ძალების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ტანკებით შემოვლენ) გამოეხმაურა.

„აქ თუ რუსული ტანკები შემოვიდნენ ამ ქვეყანას დაშლიან სამშობლო აღარ გვექნება! ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია ისე ავაწყოთ, რომ საქართველოში რუსული ტანკებით აღარ შემოვიდნენ უფრო მეტად და უფრო ღრმად“, – აღნიშნავს მახარაძე

მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულება ღალატის ტოლფასია, ამიტომ მსგავსი პრეცედენტი ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას. მახარაძე განმარტავს, რომ ასეთი შემთხვევა ქვეყანას დამღუპველ შედეგს მოუტანს, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი გახდება.

გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან”  საუბრისას ზურაბ მახარაძემ  პარალელი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გაავლო და აღნიშნა, რომ თუ რუსული ხელისუფლება საქართველოში მაიდანს იხილავს მოვლენები ისეთივე ტრაგიკული და დამღუპველი იქნება როგორც ეს მოხდა უკრაინაში.

მარტივი მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ უკრაინიდან, როცა იქ მაიდანი მოეწყო და ხელისუფლებაში ანტირუსული ძალები მოვიდნენ, რუსებს ტანკები არ შეუყვანიათ, ისინი აკვირდებოდნენ მოვლენებს და მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, ამიტომ საზოგადოებამ ფხიზლად და გონივრულად უნდა იმოქმედოს და საქართველოში მაიდანი არ დაუშვას, ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა შევაჩეროთ მავნებელი ძალები და წინ აღვუდგეთ აგენტურას – დასძენს მახარაძე

 

 

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები