ტელეკომპანია სეზონი

მაისი 16, 2024 22:04 საათი

თბილისი

მაი 16 - ხუთ
Tbilisi, GE
13°C scattered clouds

კორუმპირებული უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის, ტანჯვაში ჩაფლულ უკრაინელ ხალხს ცრუ დაპირებები არ უნდა მივცეთ – ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი

ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი მიიჩნევს, რომ უკრაინა ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს.

„ტანჯვაში ჩაფლულ უკრაინელ ხალხს ცრუ დაპირებები არ უნდა მივცეთ. ძალიან გაბრაზებული ვარ ევროპაში გაჟღერებული ხმების გამო, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ უკრაინელები, რომ მათ დაუყოვნებლივ შეუძლიათ ევროკავშირის წევრები გახდნენ. ეს არც ევროკავშირისთვის იქნებოდა კარგი და არც უკრაინისთვის“, – აღნიშნა იუნკერმა.

მისი თქმით, ყველამ, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონია უკრაინასთან, იცის, რომ ეს არის კორუმპირებული ქვეყანა საზოგადოების ყველა დონეზე.

„ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინა არ არის მზად გაწევრიანებისთვის, მას მასშტაბური შიდა რეფორმები სჭირდება. უკვე გვქონდა ცუდი გამოცდილება ზოგიერთ ე.წ. ახალ წევრთან, მაგალითად, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ეს აღარ უნდა განმეორდეს“, – აცხადებს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი.

ამასთან, მისი თქმით, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ არ უნდა იყოს დაკავშირებული იმის იმედთან, რომ ამის მიღწევა ერთ ღამეში, მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი.

„თუ ეს ქვეყნები პროგრესს მიაღწევენ, იქნება ეს უკრაინაში თუ დასავლეთ ბალკანეთში, მათ აუცილებლად უნდა შეეძლოთ მონაწილეობა მიიღონ ევროინტეგრაციის ცალკეულ ეტაპებში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა შესაძლებელი გახდეს ნაწილობრივი გაწევრიანება“, – დასძინა იუნკერმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები