ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 04:25 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
15°C overcast clouds

საფრანგეთი ნიგერიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას იწყებს

საფრანგეთი ნიგერიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას იწყებს. პარიზმა ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება ნიგერში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მიიღო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მიმდინარე კვირას ვიწყებთ შეიარაღებული ძალების გაყვანას უსაფრთხოდ, წესების დაცვით და ეს პროცესი ნიგერიელებთან არის შეთანხმებული“, – განაცხადეს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. ნიგერში 1000-მდე ფრანგი ჯარისკაცი იმყოფება.

კიდევ 400 ფრანგი სამხედრო ბურკინა-ფასოს  საზღვართან და მალიში იმყოფებიან. ფრანგი ჯარისკაცები ნიგერს ხმელეთით დატოვებენ, ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლებამ საჰაერო სივრცე საფრანგეთის თვითმფრინავებისთვის დახურა.

ცნობისთვის, ნიგერში სამხედრო გადატრიალება ივლისის ბოლოს მოხდა. პუტჩისტებს პრეზიდენტის გვარდიის მეთაური გენერალი აბდურახმან ტჩიანი ხელძღვანელობდა. მან საკუთარი თავი ნიგერის ახალ ლიდერად გამოაცხადა. ხუნტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის, მოჰამედ ბაზუმას გაასამართლებს, მათი თქმით, პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატი და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ბრალდება.

დაახლოებით ერთი თვის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი ნიგერთან სამხედრო თანამშრომლობას წყვეტს, ვინაიდან ნიგერის ახალ ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლა აღარ სურს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები