ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 02:04 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

„ისრაელი ომშია“ – ბენიამინ ნეთანიაჰუს პირველი კომენტარი „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ

ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წევრები გადავიდნენ და საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს.

„ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, როგორიც აქამდე არ გაუგია“, – ციტირებს ნეთანიაჰუს სიტყვებს The Times of Israel.

ამას წინ უძღოდა ისრაელის მხრიდან საომარი მდგომარეობის გამოცხადება და „ჰამასზე“ საპასუხო შეტევის დაწყება.

ბოლო ცნობებით, „ჰამასის“ თავდასხმებს ისრაელში სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 300 კი დაიჭრა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები