ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 04:10 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
15°C overcast clouds

„ქართველი ხალხი მხარს უჭერს მოძმე ისრაელს“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„ისრაელის სახელმწიფოს მიმართ გაუმართლებელი, სასტიკი და არაადამიანური აგრესია დაუშვებელია. ქართველი ხალხი მხარს უჭერს მოძმე ისრაელს. სამყაროში არ უნდა იყოს ადგილი ასეთი ძალადობისთვის“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ მებრძოლები გადავიდნენ და თავდასხმები დაიწყეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ. ამას საპასუხოდ, ისრაელის მხრიდან საომარი მდგომარეობის გამოცხადება და „ჰამასზე“ საპასუხო შეტევის დაწყება მოჰყვა.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები