ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 01:04 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

„ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ანკლავის დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობა ისრაელის აგრესიისგან“ – ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ნასერ კანანი ჩაფი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა.

ირანის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა კვლავ უარყო „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ბრალდებები, რომ ირანი მხარს უჭერს პალესტინის რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს “და ლიბანის შიიტურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“.

„მიმდინარე მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ რეგიონში გარე მოთამაშეების ყოფნა ვითარებას ართულებს და დესტაბილიზაციას იწვევს“, – აცხადებენ ირანის საგარეო უწყებაში.

მისივე მტკიცებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.

„ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ანკლავის დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობა ისრაელის აგრესიისგან“, – ხაზგასმით აღნიშნა კანანი ჩაფიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები