ტელეკომპანია სეზონი

მაისი 16, 2024 20:51 საათი

თბილისი

მაი 16 - ხუთ
Tbilisi, GE
13°C scattered clouds

ჩრდილოეთ მაკედონიაში ლავროვს ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად საკუთარი თვითმფრინავით გამზავრებაზე უარი განუცხადეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სკოპიეში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთო) 30-ე მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე მონაწილეობის მიღების ნებართვის თხოვნით მიმართა, თუმცა იმის გამო, რომ მასპინძელი ქვეყნის საჰაერო სივრცე აგრესორი ქვეყნისთვის დაკეტილია, ლავროვს მისი თვითმფრინავით ჩრდილოეთ მაკედონიაში შესვლაზე უარი განუცხადეს. ამის შესახებ სააგენტო France Presse-ს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ბუჯარ ოსმანიმ განუცხადა.

„ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემაა”, – განაცხადა მაკედონიის მინისტრმა და დასძინა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის საჰაერო სივრცე – რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ შეუერთდა მის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ – დაკეტილია რუსული თვითმფრინავებისთვის.
ოსმანიმ აღნიშნა, რომ ეუთოს წესების მიხედვით, სკოპიეში ეუთოს შეხვედრას მისი 57 წევრი სახელმწიფო დაესწრება.

ეუთოს 57 მონაწილე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბუჯარ ოსმანის მოწვევით, 30 ნოემბერს დაიწყება და 1-ელ დეკემბერს დასრულდება.

ცნობისთვის, ლავროვის გარეშე გაიმართა ეუთოს 2022 წლის მინისტერიალიც, რომელიც ვარშავაში გაიმართა. პოლონეთის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსი მინისტრის ქვეყანაში შეშვებაზე, რასაც მოსკოვმა „უპრეცედენტო და პროვოკაციული“ ნაბიჯი უწოდა. ლავროვის ნაცვლად დელეგაციას ეუთოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი ხელმძღვანელობდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები