ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას აფასებს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბახმუტის რაიონში სასტიკი ბრძოლები გრძელდება. ამასთან, რუსებმა შეტევითი მოქმედებები განახორციელეს ავდეევკას მახლობლად და ბოლო დროს, მცირე პროგრესსაც მიაღწიეს.
ISW-ის ცნობით, რუსმა სამხედროებმა კუპიანსკი-სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე უკრაინელთა შეტევების ლოკალიზება, თუმცა, რაიმე დადასტურებული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. სამხედრო ექსპერტების თქმით, ამ მიმართულებით უწყვეტი ბრძოლები გრძელდება.
ამას გარდა, რუსები აგრძელებენ შეტევებს დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების საზღვარზე, თუმცა, რაიმე წარმატების მიღწევა აქაც არ არის დადასტურებული.
როგორც ანალიტიკოსები წერენ, რუსი სამხედრო ოფიცრები ამტკიცებენ, რომ ვერბოვოის ჩრდილოეთით რუსულმა ძალებმა გარკვეული პოზიციები დაიბრუნეს, თუმცა, ISW-მა ვერც ამის ვიზუალური მტკიცებულება მოიპოვა.