ტელეკომპანია სეზონი

მაისი 10, 2024 01:28 საათი

თბილისი

მაი 10 - პარ
Tbilisi, GE
16°C broken clouds

უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, არ მსურს უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ვიქტორ ორბანმა Le Point-თან ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში და განმარტა თუ რატომ არ სურს უკრაინის საკითხზე შეთანხმება.

პარიზში ჩასვლისას გამოცემასთან საუბარში ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგი იყო და ეს ორი მიზეზით ახსნა.

ორბანის თქმით, უკრაინელები „არ არიან მზად მოლაპარაკებებისთვის“ და ევროპელები „არ არიან მზად ისინი სრულუფლებიან წევრებად მიიღონ“.

ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა, როგორც უკრაინის მეზობელმა, „ზუსტად იცის რა ხდება უკრაინაში“.

„ევროკომისიის მოხსენება, რომ შვიდი პირობიდან ოთხი უკვე შესრულებულია, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ცნობილია, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში. ჩვენ ვერ გადავწყვეტთ გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას,“ – აცხადებს ორბანი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები