ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 26, 2024 19:24 საათი

თბილისი

Nov 26 - Tue
Tbilisi, GE
8°C mist

კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოებას ერთსქესიანი წყვილების დალოცვის უფლება მიეცა

კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოებას ჰომოსექსუალური წყვილების დალოცვის უფლება მიეცა. გადაწყვეტილება ვატიკანის რწმენის და მორალის სიწმინდის უწყებამ მიიღო, რომელსაც ამის ნებართვა რომის პაპმა ფრანცისკემ მისცა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ამასთანავე, როგორც კარდინალმა ვიქტორ ფერნანდესმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონებას არ ნიშნავს, ეს არის ადამიანების დალოცვა, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ. რაც შეეხება ქორწინებას, ის მხოლოდ კაცს და ქალს შორის შეიძლება იყოს. ეკლესიის დოქტრინის მიხედვით, სექსი დაშვებულია მხოლოდ ქორწინებაში კაცს და ქალს შორის და ეს არ შეცვლილა. ეკლესიაში ჯვრისწერა მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ წყვილებს შეუძლიათ. შესაბამისად, სასულიერო პირებმა, რომლებიც ერთსქესიან წყვილებს დალოცავენ, უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ეს არ გამოიყურებოდეს, როგორც ქორწინება.

ჰომოსექსუალური წყვილების დალოცვის დროს ისინი ბეჭდებს არ ცვლიან, ასევე აკრძალულია ეკლესიაში საქორწინო ტანსაცმელში მისვლა.

ახალი გადაწყვეტილებით, კათოლიკური ეკლესიის ფუნდამენტური დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის მიმართ უცვლელი რჩება – ერთსქესიანი სქესობრივი კავშირები „თავისი შინაარსით არასწორია“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები