ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 2, 2024 22:49 საათი

თბილისი

Dec 2 - Mon
Tbilisi, GE
5°C overcast clouds

აშშ დეკემბრის ბოლოს უკრაინას დახმარების ბოლო პაკეტს გამოუყოფს

მიმდინარე წლის დეკემბერში აშშ უკრაინას ფინანსური დახმარების ბოლო პაკეტს გამოუყოფს. თუ კონგრესი უკრაინისთვის ფულის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდა, მაშინ მისთვის ფინანსური სახსრები ფიზიკურად აღარ იქნება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ჩვენ ვგეგმავთ უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტის გამოყოფას ამ თვის ბოლოს. კონგრესმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.

აშშ-ის კონგრესის სექტემბრის შემდეგ უკრაინისთვის და ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებისთვის ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმებას ვერ აღწევს. ჯო ბაიდენი და „დემოკრატები“ უკრაინისთვის, ისრაელისთვის და რამდენიმე სხვა ქვეყნისთვის 106 მლრდ დოლარის გამოყოფას მოითხოვენ, „რესპუბლიკელები“ კი დახმარების ცალ-ცალკე გამოყოფას მოითხოვენ.

დეკემბრის დასაწყისში აშშ-ის სენატში უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების საკითხზე კენჭისყრა გაიმართა. დოკუმენტის მისაღებად 60 სენატორის ხმა იყო აუცილებელი. მაგრამ ინიციატივას სენატის 49 წევრმა დაუჭირა მხარი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები