ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოში „სრულად შეაღწია“ ტერორისტულმა ჯგუფმა ჰამასმა. ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael ავრცელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ის იმედოვნებდა რომ ღაზის სექტორში იქნებოდა ობიექტური და კონსტრუქციული ორგანო, რომელიც დახმარებას შესთავაზებდა ხალხს. ნეთანიაჰუმ UNRWA ხოცვა-ჟლეტაში დაადანაშაულა.
„ამას დიდი სინანულით ვამბობ, რადგან ვიმედოვნებდით, რომ იქნებოდა ობიექტური და კონსტრუქციული ორგანო, რომელიც დახმარებას შესთავაზებდა. ჩვენ გვჭირდება ასეთი ორგანო დღეს ღაზაში, მაგრამ UNRWA არ არის ეს ორგანო“- განაცხადა ნეთანიაჰუმ.