ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 20:46 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
9°C clear sky

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ოპოზიციის სისუსტე გახდა – ირაკლი კობახიძე

„ოპოზიციის სისუსტე გახდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი“, – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტში სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციაში არსებული ამგვარი მდგომარეობის ფონზე, უმთავრესი აქცენტი მთავრობის თვითკონტროლზე გაკეთდება.

ამასთან, კობახიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღევანდელი ოპოზიცია მოკლებულია უნარს შეასრულოს ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქცია.

„როგორც ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, დღევანდელი ოპოზიცია მოკლებულია უნარს შეასრულოს ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქცია. მათი განცხადებები ჩვეულებრივ დაცლილია ფაქტებისგან, რაც მათ კრიტიკას კონტრპროდუქტიულსაც კი ხდის.

სწორედ ოპოზიციის სისუსტე გახდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი. ოპოზიციაში არსებული ამგვარი მდგომარეობის ფონზე, უმთავრესი აქცენტი მთავრობის თვითკონტროლზე გაკეთდება. კორუფციასთან ბრძოლა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება და ამაზე ზრუნვა იმთავითვე დაიწყება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები