ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 22:45 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
19°C broken clouds

ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური მოკლეს

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბაღდადში განხორციელებული თავდასხმის დროს „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური მოკლეს, რომელიც ამერიკულ ძალებზე განხორციელებულ თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი.

როგორც „სიენენი“ იტყობინება, „კატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერთან ერთად ლიკვიდირებულია, მისი ორი მცველიც.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაურზე თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენი ძალების უსაფრთხოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 7 ოქტომბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ამერიკულ ძალებს 165-ზე მეტი სარაკეტო და უპილოტო დარტყმა მიაყენეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები