შეერთებული შტატების დახმარების მიღების შემდეგ, უკრაინამ ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია რუსეთის დამარცხება, – ამის შესახებ CNBC-ის სტატიაშია ნათქვამი.
„უკრაინისთვის დრო არსებითია, ის ითხოვს მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას და საბრძოლო მასალას, რადგან მისი ძალები ცდილობენ შეაჩერონ რუსული შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში“, – წერს მედია.
იმავდროულად, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დახმარება და საბრძოლო მასალის მარაგი დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს უკრაინაში.
„უკრაინულმა ძალებმა შეიძლება განიცადონ დამატებითი წარუმატებლობები უახლოეს კვირებში, რადგან ისინი დაელოდებიან აშშ-ის დახმარებას, რათა უკრაინამ შეძლოს ფრონტის სტაბილიზაცია. ისინი სავარაუდოდ შეძლებენ შეაჩერონ რუსეთის ამჟამინდელი შეტევა“, – ნათქვამია სტატიაში.
ასევე, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის პრიორიტეტია არტილერიის, ასევე, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მარაგის შევსება, რომლებიც ამოწურულია რუსეთის ბოლოდროინდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად, განსაკუთრებით ენერგოინფრასტრუქტურაზე.