ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 21:45 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
21°C broken clouds

აშშ-ის დახმარების მიღების შემდეგ, უკრაინამ უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია რუსეთის დამარცხება – CNBC

შეერთებული შტატების დახმარების მიღების შემდეგ, უკრაინამ ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია რუსეთის დამარცხება, – ამის შესახებ CNBC-ის სტატიაშია ნათქვამი.

„უკრაინისთვის დრო არსებითია, ის ითხოვს მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას და საბრძოლო მასალას, რადგან მისი ძალები ცდილობენ შეაჩერონ რუსული შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში“, – წერს მედია.

იმავდროულად, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დახმარება და საბრძოლო მასალის მარაგი დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს უკრაინაში.

„უკრაინულმა ძალებმა შეიძლება განიცადონ დამატებითი წარუმატებლობები უახლოეს კვირებში, რადგან ისინი დაელოდებიან აშშ-ის დახმარებას, რათა უკრაინამ შეძლოს ფრონტის სტაბილიზაცია. ისინი სავარაუდოდ შეძლებენ შეაჩერონ რუსეთის ამჟამინდელი შეტევა“, – ნათქვამია სტატიაში.

ასევე, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის პრიორიტეტია არტილერიის, ასევე, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მარაგის შევსება, რომლებიც ამოწურულია რუსეთის ბოლოდროინდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად, განსაკუთრებით ენერგოინფრასტრუქტურაზე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები