ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 19:44 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
10°C clear sky

კურგანის ოლქში წყალმა ურანის მაღაროები დატბორა

რუსეთის კურგანის ოლქში წყალმა ურანის ძველი მაღაროები დატბორა. რადიაქტიული წყალი, შესაძლოა, მდინარე ტობოლში მოხვდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ადგილობრივმა ეკოლოგიურმა ორგანიზაციამ „გარემოს დაცვის კონტროლის ფონდმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს სოფელ ტრუდსა და ზნანიეს შორის დატბორილი ტერიტორია, სწორედ აქ მდებარეობს საბადო „დობროვოლნოე“, სადაც ურანის მოპოვებით  კომპანია „როსატომია“ დაკავებული.

ეკოლოგიური ორგანიზაციის ცნობით, წყალმა ტობოლში რადიაქტიული ტალახი ჩარეცხა. ასევე ტობოლში ურანის მარილიც შეიძლებოდა მოხვედრილიყო, რომელიც ადმიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ურანი არის ალფა-აქტიური ნივთიერება. მისი მოხვედრა სასმელი წყლის მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში ძალზე საშიშია. რა თქმა უნდა, ტიბოლის წყალი რადიაციას გააზავებს, მაგრამ ის მაინც საშიშ დონეზე იქნება. კურგანელებს რადიაქტიული დასხივება ემქურებათ“, – განაცხადა რუსეთის სოციალურ-ეკოლოგიური კავშირის ექსპერტმა ანდრეი ოჟაროვსკიმ.

„როსატომის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სიტუაციას აკვირდებიან და წყალს ურანის მაღაროები არ დაუტბორავს. ეს განცხადება ეკოლოგების მიერ გავრცელებულ ვიდეოებს ეწინააღმდეგება.

22 აპრილის მონაცემებით მდინარე ტობოლში წყლის დონე 984 სანტიმეტრს შეადგენს. კურგანის ოლქში წყალდიდობა ტიუმენის და ორენბურგის ოლქების შემდეგ დაიწყო. ორენბურგის ოლქში, 22 აპრილისთვის არსებული ინფორმაციით, 5 ადამიანი დაიღუპა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები