საფეხბურთო კლუბი „ინტერი“ არსებობის ისტორიაში მეოცედ გახდა იტალიის ჩემპიონი. სერია „ა“-ს 33-ე ტურში სიმონე ინძაგის მომზადებულმა გუნდმა დერბიში თანაქალაქელი „მილანი“ 2-1 დაამარცხა და ოქროს მედლები ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაინაღდა.
გამარჯვებულებს შორის თითო ბურთი ფრანჩესკო აჩერბიმ და მარკუს ტურამმა გაიტანეს, რასაც მეტოქე გუნდიდან ზუსტი დარტყმით ფიკაიო ტომორიმ უპასუხა. შეხვედრის ბოლოს ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მოხდა, რის გამოც არბიტრმა წითელი ბარათი „მილანის“ ორ და „ინტერის“ ერთ ფეხბურთელს უჩვენა.