ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 26, 2024 13:40 საათი

თბილისი

ივლ 26 - პარ
Tbilisi, GE
23°C overcast clouds

„ინტერი“ არსებობის ისტორიაში მეოცედ გახდა იტალიის ჩემპიონი

საფეხბურთო კლუბი „ინტერი“ არსებობის ისტორიაში მეოცედ გახდა იტალიის ჩემპიონი. სერია „ა“-ს 33-ე ტურში სიმონე ინძაგის მომზადებულმა გუნდმა დერბიში თანაქალაქელი „მილანი“ 2-1 დაამარცხა და ოქროს მედლები ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაინაღდა.

გამარჯვებულებს შორის თითო ბურთი ფრანჩესკო აჩერბიმ და მარკუს ტურამმა გაიტანეს, რასაც მეტოქე გუნდიდან ზუსტი დარტყმით ფიკაიო ტომორიმ უპასუხა. შეხვედრის ბოლოს ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მოხდა, რის გამოც არბიტრმა წითელი ბარათი „მილანის“ ორ და „ინტერის“ ერთ ფეხბურთელს უჩვენა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები