ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 15, 2025 22:12 საათი

თბილისი

Apr 15 - Tue
Tbilisi, GE
8°C broken clouds

ბაიდენი: ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული, ქონების განადგურება, ვანდალიზმი, ფანჯრების ჩამსხვრევა – ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის უნივერსიტეტებში მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა.

ბაიდენი აცხადებს, რომ ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული.

მისი თქმით, კოლეჯის კამპუსებში მომიტინგეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრები, მაგრამ არ უნდა გადავიდნენ ძალადობაში.

„ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული, მშვიდობიანი პროტესტია დაცული. კანონის საწინააღმდეგოა, როდესაც ძალადობა ხდება. ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი არ არის. კანონს ეწინააღმდეგება. ვანდალიზმი, ფანჯრების ჩამსხვრევა, კამპუსების დახურვა – ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის