ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 16:56 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

სებასტიან ლეკორნუ: საფრანგეთი სამხედრო ინსტრუქტორებს უკრაინაში არ გაგზავნის

საფრანგეთი არ აპირებს, უკრაინაში სამხედრო პერსონალის მოსამზადებლად თავისი ინსტრუქტორები გაგზავნოს, – ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.

მისი თქმით, საფრანგეთის არმია პირველად გაწვრთნის 4500 უკრაინელ ჯარისკაცს, თუმცა საკუთარ ტერიტორიაზე.

„ჩვენ დავუბრუნდით ბრიგადის შექმნის საკითხს, 4500 ჯარისკაცი ბევრია. ეს მოითხოვს მომზადებას, ასევე, საინჟინრო, საარტილერიო და სადაზვერვო შესაძლებლობებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ასეთი თანმიმდევრული მხარდაჭერის გაწევას ვაპირებთ და ეს 4500 უკრაინელ ჯარისკაცი სრულად იქნება აღჭურვილი და გაწვრთნილი საფრანგეთის არმიის მიერ, მაგრამ საფრანგეთში“, – დასძინა მან.

უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნის საკითხი

UNIAN-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას შესთავაზა, ჯარის მოსამზადებლად უკრაინაში დასავლელი ინსტრუქტორები გაეგზავნათ. თუმცა ბაიდენმა მაკრონის პოზიციას მხარი არ დაუჭირა.

„მან გამოთქვა შეშფოთება ნატოს წევრი ნებისმიერი ქვეყნიდან ჯარების გაგზავნის პოტენციურ შედეგებთან დაკავშირებით, სადაც ისინი შეიძლება, ფრონტის ხაზზე აღმოჩნდნენ, რაც კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს“, – იტყობინება Politico.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საფრანგეთში რუსეთის საელჩოს პრესმდივანმა ალექსანდრე მაკოგონოვმა განაცხადა, რომ ფრანგები „რუსეთის ფედერაციისთვის ლეგიტიმური სამიზნე“ გახდებოდნენ.

„თუ გაგზავნით თქვენს ჯარისკაცებს, თქვენს სპეციალისტებს, თქვენს ინსტრუქტორებს უკრაინის მიწაზე, რათა უკრაინელ ჯარისკაცებს უკეთესად დამიზნება ასწავლონ, რომ რუსები დახოცონ, ისინი, ბუნებრივია, ლეგიტიმური სამიზნე გახდებიან” – თქვა მაკოგონოვმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები