ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 23, 2025 20:05 საათი

თბილისი

Jan 23 - Thu
Tbilisi, GE
2°C overcast clouds

იემენელმა „ჰუსიტებმა“ გაეროს სულ მცირე 9 თანამშრომელი დააკავეს

იემენელმა „ჰუსიტებმა“ გაურკვეველ ვითარებაში გაეროს სულ მცირე 9 თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ AP იტყობინება.

მედიასაშუალების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის, მსოფლიო სასურსათო პროგრამის და გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ოფისის თანამშრომლები.

„კატეგორიულად ვგმობთ ამ სახიფათო ესკალაციას, რომელიც არღვევს გაეროს პერსონალის პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს, რომლებიც მათ მინიჭებული აქვს საერთაშორისო სამართლის მიხედვით და მიგვაჩნია, რომ ეს არის რეპრესიული, ტოტალიტარული შანტაჟის პრაქტიკა პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისთვის“, – ნათქვამია გაეროს განცხადებაში.

დაკავებულების შესახებ ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის