ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 26, 2024 12:26 საათი

თბილისი

ივლ 26 - პარ
Tbilisi, GE
23°C overcast clouds

მსოფლიოში სუვერენიტეტის გასაძლიერებლად ნამდვილი ბრძოლა დაიწყო – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიოში სუვერენიტეტის გასაძლიერებლად ნამდვილი ბრძოლა დაიწყო.

„ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედოთ პროცესს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში დინამიურად ვითარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნებს შორის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად ნამდვილი ბრძოლა დაიწყო, სამი საკვანძო მიმართულებით – სახელმწიფოებრივი, ღირებულებით-კულტურული და ეკონომიკური. ამავე დროს ქვეყნები, რომლებიც ცოტა ხნის წინ, გლობალური განვითარების ლიდერებად გამოდიოდნენ, ყველა ძალ-ღონით, სიმართლით თუ სიცრუით ცდილობენ, შეინარჩუნონ ჰეგემონიის როლი“, – აღნიშნა პუტინმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები