ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 15:39 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

აშშ-ში ახლად არჩეულ ტრანსგენდერ კონგრესმენს ქალთა საპირფარეშოში შესვლა აუკრძალეს – The Washington Post

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, ტრანსგენდერებს კაპიტოლიუმისა და სხვადასხვა ოფისების ქალთა საპირფარეშოებით სარგებლობა აეკრძალებათ. ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება.

მაიკ ჯონსონმა ცვლილებების შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ღიად ტრანსგენდერი ქალი სარა მაკბრაიდი დელავერიდან, კონგრესში აირჩიეს.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონგრესის თითოეულ წევრს აქვს საკუთარი პირადი საპირფარეშო და უნისექსის ტუალეტები ხელმისაწვდომია კაპიტოლიუმის მასშტაბით. ქალები იმსახურებენ მხოლოდ ქალთა სივრცეებს“, – აცხადებს მაიკ ჯონსონი.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში დელავერში აშშ-ის კონგრესში პირველად აირჩიეს ღია ტრანსგენდერი სარა მაკბრაიდი, რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ნენსი მეისმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მას კაპიტოლიუმში ქალების საპირფარეშოთი სარგებლობას უკრძალავს.

სამხრეთ კაროლინას რესპუბლიკელმა დეპუტატმა კანონპროექტი კონგრესში მაკბრაიდის ფიცის დადებამდე ორი თვით ადრე წარადგინა.

„სარა მაკბრაიდი ბიოლოგიურად კაცია. მისი ადგილი არ არის ქალთა სივრცეებში, ქალთა საპირფარეშოებში, გასახდელებში“, – განუცხადა მეისმა ჟურნალისტებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები