ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 2, 2024 15:54 საათი

თბილისი

Dec 2 - Mon
Tbilisi, GE
7°C broken clouds

ერდოღანი: რუსეთსა და უკრაინას შორის სარაკეტო დაძაბულობამ შეიძლება, რეგიონი და მსოფლიო დიდი ომის ზღვარზე მიიყვანოს

რუსეთსა და უკრაინას შორის სარაკეტო დაძაბულობამ შეიძლება, რეგიონი და მსოფლიო დიდი ომის ზღვარზე მიიყვანოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით შეტევის ნებართვის მიცემა სწორად არ მიაჩნია.

„ბაიდენის ეს ნაბიჯი არამხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას, არამედ რუსეთის მხრიდან უფრო დიდ რეაქციას გამოიწვევს. ვფიქრობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლება დასრულდეს მეტი სამშვიდობო ძალისხმევით და მეტი  დიპლომატიით და არა მეტი იარაღით, მეტი სისხლით.

ბატონმა პუტინმა, ასევე, დაამტკიცა დოქტრინა, რომელიც საშუალებას აძლევს მის ქვეყანას უპასუხოს ბირთვული იარაღით, თუ მას ბალისტიკური რაკეტები დაესხნენ თავს. ამ ყველაფერმა შესაძლოა, რეგიონი და მსოფლიო ახალი და დიდი ომის ზღვარზე მიიყვანოს. ჩვენი მოლოდინი და სურვილია, რომ უკრაინული და რუსული მხარეები არ დაემორჩილონ პროვოკაციებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და კონცენტრირდნენ მშვიდობაზე. ამ დიდი შეცდომის საფუძველზე დაშვებული მცირედი შეცდომა, პროვოკაციებში ჩავარდნა, დენთის კასრში ცეცხლის ჩაგდებას ჰგავს. ამიტომ ყველას ვურჩევ სიფრთხილეს“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები