საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღი დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს მოხდეს.
„არის გარკვეული გარემოებები, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია. პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ 5 წლის ვადით. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია, არჩევნები და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, არჩევნების თარიღი კი პარლამენტმა უნდა ჩანიშნოს.