ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 2, 2024 15:33 საათი

თბილისი

Dec 2 - Mon
Tbilisi, GE
7°C broken clouds

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფმა რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფმა რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„ევროპარლამენტი მტკიცედ იმეორებს გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარულ საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს სრული პასუხისმგებლობა მისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანისთვის“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები