„მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც არ უშინდება არაფერს, როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებია დასაცავი“, – ამის შესახებ სქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთმა პირველმა მიხეილ ყაველაშვილმა აიმაღლა ხმა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც საქართველოს მიმართ მოედინებოდა.
„როდესაც მიხეილ ყაველაშვილს ახსენებს ადამიანი, აუცილებლად გახსენდება მისი ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ და იმ მავნებლური, დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ. მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც არ უშინდება არაფერს, როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები არიას დასაცავი.
მიხეილ ყაველაშვილზე ადამიანს გახსენდება თავისი ქვეყნის მიმართ ერთგულება, ვინაიდან სწორედ ასეთია ის. ის, თავის დროზე, წარმატებული და ყველასთვის საყვარელი სპორტსმენი იყო, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, რომელმაც პოლიტიკაში თავისი სახელი დატოვა და ახლა სხვა რეგალიიდან გააგრძელებს თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლას“, – აღნიშნავს წილოსანი.