ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 12, 2025 19:00 საათი

თბილისი

Apr 12 - Sat
Tbilisi, GE
6°C broken clouds

თურქეთი აქტიურად მუშაობს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი აქტიურად მუშაობს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ასევე მიზნად ისახავს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის რეგიონებში.

„ჩვენ ხელს ვუწყობთ პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას საბერძნეთთან და ყურადღებით ვაკვირდებით ბალკანეთის მოვლენებს, ამასთანავე ვაძლიერებთ თანამშრომლობას რეგიონის ქვეყნებთან“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ცენტრალური აზიის მზარდ მნიშვნელობას თურქეთის საგარეო პოლიტიკაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის