ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 16:29 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
16°C clear sky

არ არის საჭირო წიწიბურას, შაქრისა და ტუალეტის ქაღალდის შეძენა – რუსეთი

არ არის საჭირო წიწიბურას, შაქრისა და ტუალეტის ქაღალდის შეძენა – კრემლი მოსახლეობას მიმართავს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არ არის საჭირო წიწიბურას, შაქრისა და ტუალეტის ქაღალდის შეძენა.

მისი თქმით, მღელვარება ემოციურია და მოსახლეობა პანიკას არ უნდა აჰყვეს .

„გასაგებია, რომ ვიღაცას არ შეუძლია ემოციების გაკონტროლება, თქვენ გაქვს მცადი ინფორმაცია, ამიტომ გეუბნებით, რომ არ არის საჭირო მაღაზიაში ზედმეტად სირბილი და ტუალეტის ქაღალდის, წიწიბურას და შაქრის შეძენა“, – აცხადებს დიმიტრი პესკოვი.

მან აღნიშნა, რომ მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო თავის ამოცანებს უმკლავდება.

დიმიტრი პესკოვმა რუსეთში არსებული სიტუაცია პანდემიის დასაწყისში ემოციებით გამოწვეულ მღელვარებას შეადარა.

ეკონომიკაში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც 24 თებერვალს ღამით ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სპეცოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ხელისუფლების გეგმები არ მოიცავს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას. DPR და LPR-ის ხელმძღვანელებმა დენის პუშლინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დახმარება სთხოვეს უკრაინის შეიარაღებული ძალების აგრესიის მოსაგერიებლად.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები