ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 29, 2024 13:46 საათი

თბილისი

აპრ 29 - ორშ
Tbilisi, GE
27°C clear sky

უკრაინის სამ რეგიონში დივერსანტები დააკავეს

რუსმა ჯაშუშებმა მტერს საიდუმლო ინფორმაცია გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოძიების სახელმწიფო ბიურო და კიბერპოლიცია ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ლვოვის რაიონში სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „რავა-რუსკაიაზე“ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. ის არის რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელი კალუგის რეგიონში. მის ტელეფონზე იპოვეს შეტყობინება რუსეთის მხარდასაჭერად აქციების გამართვის შესახებ.

გარდა ამისა, რუსი ჯაშუში დააკავეს ტრანსკარპატების რეგიონის საზღვარზე მალი ბერეზინის საბაჟო პუნქტზე. მის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინეს ტრანსკარპატების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგოების ფოტოები.

კიდევ ერთი აგენტი იპოვეს ოდესის რეგიონში. აღმოჩნდა, რომ სოფელ სერგეევკაში 31 წლის მცხოვრები რუს კურატორებთან მუშაობდა. მან სტრატეგიული ობიექტების კოორდინატები მესინჯერის საშუალებით გადასცა რუს ოკუპანტებს.

ყველა დაკავებული დივერსანტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები