ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 13:14 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
13°C clear sky

როგოზინის თქმით, უკრაინაში ბიოიარაღები გავლენას ახდენს ქალების რეპროდუქციულ ფუნქციაზე

უკრაინაში ამერიკელები ქმნიან იარაღს, რომელიც ზოგიერთი ეროვნების ქალების რეპროდუქციულ ფუნქციებსა და იმუნიტეტზე მოქმედებს. ამის შესახებ „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა. ინფორმაციას business-gazeta.ru იუწყება. 

„ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისთვის უკვე საიდუმლო არ არის, რომ პენტაგონის მიერ ჩატარებული ამ ბიო ექსპერიმენტების მიზანი, რომლებიც უკრაინელებზე და სხვა სლავებზე ტარდება, არის „ეთნიკური იარაღის“ შექმნა, რომელიც რუსეთის ფედერაციის რუსი ეროვნების მოსახლეობის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული“, – ამბობს როგოზინი.

მისი თქმით, ეს იარაღი გარკვეული ეროვნების ქალების რეპროდუქციულ ფუნქციაზე და იმუნიტეტზე მოქმედებს, რაც იწვევს „ალერგიას ტრადიციული კერძების მიმართ და ისეთი დაავადებებს, რომლებიც ერის იმუნიტეტის დაქვეითებას და ომის გარეშე მის მოსპობას იწვევს“, – ამბობს როგოზინი.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ აშშ-ის დაფინანსებით უკრაინის ბიო ლაბორატორიებში ისეთი ინფექციები იქმნებოდა, რომელთა გადატანა შემდეგ რუსეთში ფრინველების და ღამურების მეშვეობით ხდებოდა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ამერიკელი სპეციალისტები ცდილობენ ისეთი ბიოაგენტების შექმნას, რომელიც ამორჩევით გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებს მიაყენებს ზიანს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები