ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 23, 2025 20:36 საათი

თბილისი

Jan 23 - Thu
Tbilisi, GE
-0°C overcast clouds

ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა ჯერ ვერ შედგება – პესკოვი

ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა ჯერ ვერ შედგება – პესკოვი პრეზიდენტების შეხვედრის პირობას ასახელებს

 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის საკითხთან დაკავშირებით წინსვლა არ არის, – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზება მოლაპარაკებების შესაძლო შედეგებზე შეთანხმებას მოითხოვს, მხარეებს კი, ამ მხრივ, არაფერი აქვთ დასაფიქსირებლად.

პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკების პერსპექტივაზე საუბრისას მან დასძინა, რომ ამისთვის აუცილებელია „საშინაო დავალების შესრულება – მოლაპარაკებების წარმართვა და შეთანხმება“.

„იმისთვის, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე ისაუბრო, ჯერ საშინაო დავალება უნდა შესრულდეს, ანუ უნდა ჩატარდეს მოლაპარაკებები და შეთანხმდეს შედეგები. ჯერჯერობით, მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის.

მათ არაფერი ექნებათ წარმოსადგენი, არ არსებობს შეთანხმება, რომელთა დაფიქსირებაც შეუძლიათ“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის