“არ მაქვს ეს ინფორმაცია, არ ვიცი თუმცა დღესდღეობით გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან – შემოგვაქვს გარკვეული პროდუქცია – ხორბალი, ფქვილი და ა.შ. და გარკვეული პროდუქცია გადის“.
“ჩვენი პოლიტიკაა, რომ დღევანდელ ვითარებაში სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, თუმცა, ჩვენ მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად ვეცადოთ ავირიდოთ დიდი ზიანის მიყენება. შესაბამისმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ის პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მიიღო ამ საკითხებთან მიმართებაში, არის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი“, – განაცხადა შამუგიამ.
ამასთანავე, მინისტრის განცხადებით, იმ ქვეყნების რაოდენობაც, სადაც ქართული პროდუქცია იმპორტზე გადის, ყოველწლიურად მზარდია.
“ღვინის ექსპორტში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა – პირველი ორი თვის განმავლობაში 40%-ზე მეტი. ასევე არის სხვა პროდუქტებზეც. მთლიანობაში ექსპორტის მონაცემები სოფლის მეურნეობის პროდუქციის არის მზარდი სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის თხილი და სხვა კულტურები. ეს ძალიან კარგია და რეალურად ასახავს იმას, რომ ჩვენი მიზანმიმართული პოლიტიკა, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდისთვის და ბაზრების დივერსიფიკაციის მხარდაჭერისთვის, ამ პოლიტიკას კონკრეტული შედეგები მოაქვს და ასახულია იმ საექსპორტო ზრდაში, რაც აგრარული პროდუქციის მიმართულებით გვაქვს ბოლო წლების გამავლობაში. შარშან მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა – მთლიანობაში 200 მილიონ დოლარზე მეტი ზრდა გვქონდა აგრარული პროდუქციის ექსპორტთან მიმართებაში. იმ ქვეყნების რაოდენობაც, სადაც პროდუქცია გადის, ყოველწლიურად მზარდია. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურია და მაქსიმალურად ვეხმარებით ფერმერებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოში პროდუქტების მარაგი არსებობს და იმპორტის პრობლემაც არ არის. მინისტრის მტკიცებით, ხორბალთან და სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით შეფერხებებს არ ელოდებიან.
როგორც შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მაღაზიებში ზოგიერთი პროდუქტის არარსებობა გამოწვეულია იმით, რომ შესყიდვების გაზრდამ მიწოდების ჯაჭვში გარკვეული შეფერხებები წარმოშვა.
“ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან. ვიხილეთ გარკვეული აჟიოტაჟი შაქართან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არასაჭიროდ განახორციელა შესყიდვები მარაგების შევსების მიზნით. ეს პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ არანაირი შეფერხება არ არის – ქვეყანაში შემოდის როგორც შაქარი, ასევე სხვა პროდუქტები. შაქარი არ შემოგვაქვს არც რუსეთიდან, არც უკრაინიდან, ასე რომ, არანაირი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა. არც სხვა პროდუქტებთან, არც ხორბალთან დაკავშირებით ველოდებით რამე შეფერხებებს. ჯერჯერობით ქვეყანაში არსებობს როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მარაგები. ვაკვირდებით მოვლენებს, ვთანამშრომლობთ ბიზნესთან, იმპორტიორებთან და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ მხარი დავუჭიროთ შესაბამისი ბაზრების და კონტაქტების დამყარებას, საიდანაც შესაძლებელია მომავალში კონკრეტული პროდუქციის შემოტანა გახდეს საჭირო. თუმცა, დღესდღეობით ამ მიმართულებით ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავთ და პროდუქციის მომარაგების კუთხით ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგშია“, – განაცხადა შამუგიამ.
მისივე თქმით, მარაგების პრობლემა რომ იყოს, მაღაზიები პროდუქტით ვერ შეივსებოდა და ქვეყანაში პროდუქტის დეფიციტი იქნებოდა.
“შესყიდვების გაზრდა იწვევს მიწოდების ჯაჭვში გარკვეულ შეფერხებებს, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება აღმოსაფხვრელად. გარკვეულ მაღაზიებში შესაძლოა, იყოს რაღაც დროით შეფერხება, თუმცა ეს შეფერხება აღმოიფხვრება რამდენიმე დღეში და ივსება მარაგები. მარაგების პრობლემა რომ იყოს, მაღაზიები პროდუქტით ვერ შეივსებოდა და დეფიციტი გვექნებოდა. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით და ვაკეთებთ მონიტორინგს ბიზნესთან ერთად და უახლოეს მომავალში პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ გველოდება. რისკი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა შამუგიამ.
მან ასევე დაადასტურა, რომ საქართველოდან რუსეთში გარკვეული პროდუქცია გადის, თუმცა, არ აკონკრეტებს რა სახის პროდუქციაზეა ლაპარაკი.
როგორც შამუგიამ განაცხადა, მთავრობის პოლიტიკა მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ არის მხარდაჭერილი.
კითხვაზე: აქვს თუ არა მას ინფორმაცია, რომ ე.წ. დეზერტირების ბაზრიდან ხილი და ბოსტნეული რუსეთში გადის? მინისტრმა უპასუხა: