ტელეკომპანია სეზონი

მაისი 4, 2024 01:17 საათი

თბილისი

მაი 4 - შაბ
Tbilisi, GE
14°C overcast clouds

ქალმა, რომელმაც ლიფტში უკრაინის დროშის სტიკერი ჩამოგლიჯა, გამოკითხვაზეა გადაყვანილი

ქალის ვინაობა, რომელმაც ბათუმში უკრაინის დროშის სტიკერი ჩამოგლიჯა ცნობილია. ის მარიამ ელიოზიშვილია. 

არსებული ინფორმაციით, ელიოზიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ასევე, ირკვევა რომ ქალი მაკლერია.

„არავითარი ცუდი განზრახვა, მიზანი არ მქონია. დროშებს აკრავენ გარეგნულად და ამ დროს გულში სოლიდარობის გრძნობა არ აქვთ. გულში უნდა იყოს ეს და არა იერსახით. ვაღიარებ, რომ დროშის ჩამოხევა არასწორი საქციელი იყო“, – აცხადებს  მარიამ ელიოზიშვილი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები