ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 22:43 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
15°C overcast clouds

GORBI- ს კვლევაში საქართველოში მიმდინარე მოვლენების და საკუთარი  საზოგადოებრივ/პოლიტიკური შეხედულებების შესახებ  მოსახლეობამ საკმაოდ მკაფიო პასუხი გასცა – ვლადიმერ ბოჟაძე

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედი“ – ს  დაკვეთით, gorbi – ს მიერ ჩატარებულ კვლევებს ეხმიანება.

„ტელეკომპანია ,,იმედი”-ს დაკვეთით, Gorbi-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევაში მოსახლეობამ საქართველოში მიმდინარე მოვლენების და საკუთარი  საზოგადოებრივ/პოლიტიკურ შეხედულებებს შესახებ საკმაოდ მკაფიო პასუხი გასცა:

“საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში” – 76,5 % ამ მსჯელობას ეთანხმება, 19,6 % არ ეთანხმება, 3,9 %კი პასუხობს – არ ვიცი

“საქართველო იმიტომ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რომ უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთი მაინც დაიწყებს ომს საქართველოში” – ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 21,1 %, არ ეთანხმება 69,5 % და 9,4 % პასუხობს რომ არ იცის

“ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში” – ეთანხმება 67,7 %, 26,3 % არ ეთანხმება, 6%-მა არ იცის

“საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც უკრაინას” – ეთანხმება 75,9 %, არ ეთანხმება – 20 %, 4,1 %-მა არ იცის

“საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან არსებულ ვითარებაში გვაქვს რუსული ჯარის დამარცხებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებლობა” – ეთანხმება 22, 7 %, არ ეთანხმება 71 %, და 6,3 %-მა არ იცის

საქართველოს ტელესივრცეში ნდობის მაჩვენებელში კვლავ ლიდერობს “იმედი” 32 %, შემდეგ მოდიან: „რუსთავი 2“ -12,7 %, „მთავარი არხი“ – 11 %, „ტვ პირველი“ -7,8 %, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი – 4,5 %, „პოსტივი“ – 3,5 %, „ფორმულა“ -1,9 %, „მაესტრო“ – 1,8 %, „პალიტრა“ – 1,6 % – წერს ბოჟაძე facebook – ზე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები