ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოხოვა “ვიშეგრადის ჯგუფის” ქვეყნების (ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი) თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე დასწრებაზე უარს აცხადებს, რომელიც უნგრეთში უნდა გაიმართოს.
„მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი V4-ს და ძალიან ვწუხვარ, რომ იაფი რუსული ნავთობი ახლა უფრო მნიშვნელოვანია უნგრელი პოლიტიკოსებისთვის, ვიდრე უკრაინული სისხლი“, – წერს იანა ჩერნოხოვა ტვიტერზე.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უნგრეთში მომავალ კვირას არჩევნები იმართება და არ სურს, კამპანიაში მონაწილეობის მიღება.
ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერენ თუ არა მხარს მის გადაწყვეტილებას სლოვაკეთისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრები.
“ვიშეგრადის ჯგუფის” ქვეყნების სამიტი უნგრეთში, 3 აპრილს უნდა გაიმართოს.