ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 21:41 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
16°C overcast clouds

 წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით მაღალი ეშელონებიდან – არ გრცხვენიათ? – ქართველიშვილი

წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით სახელისუფლებო მაღალი ეშელონებიდან და დღესაც, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად – საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ – არ გრცხვენიათ? – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს ოლეგ ნიკოლენკოს.

„უკრაინა – წლების განმავლობაში უდანაშაულო, მაგიდაზე „გასკოჩილ“, მცირეწლოვანი შვილების მამებს რომ „აქათამებდნენ“ – მათი მფარველი რომ ხარ დღემდე: კოხტა კოდუა, ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძე – „პოლიტიკური ნიშნით დევნილი“ თურმე… არ გრცხვენიათ???

საქართველოში ფაშისტური რეპრესიული რეჟიმის არქიტექტორი, ქართულ ღირსებაზე მონადირე და მისი გამანადგურებელი, ქვეყნის საკონცენტრაციო ბანაკად გადამქცეველი, კრიმინალი, ზურაბ ადეიშვილი რომ გყავთ თქვენი „მართლმსაჯულების“ გამპრავებლად – არ გრცხვენიათ?

წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით სახელისუფლებო მაღალი ეშელონებიდან და დღესაც, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად – საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ – არ გრცხვენიათ?

საქართველოს ელჩის არაერთი თხოვნის მიუხედავად ამდენი ხანი ერთხელაც რომ შეხვედრია თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის მისაღებში დღე და ღამე იგივე პეტრე ცისკარიშვილი გიზით და საქართველოს წინააღმდეგ პასკვილებს რომ გიწერთ – არ გრცხვენიათ?

საკუთარი სახლების კარი რომ გვაქვს ღია თქვენი დევნილებისთვის, ყოველდღე ტონობით ჰუმანიტარულ ტვირთებს ვაგზავნით იმავე კიევში, რომლის სურსათით მომარაგებას თქვენ ვერ ახერხებთ, იმიტომ რომ ჩვენით ხართ დაკავებული – არ გრცხვენიათ?

ეს ომიც დასრულდება და მასში რა თქმა უნდა უკრაინა გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში, მაგრამ თქვენს ხელისუფლებასთან ურთიერთობა უკვე საქართველოსთვის იქნება სამარცხვინო…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები