ტელეკომპანია სეზონი

მაისი 16, 2024 21:43 საათი

თბილისი

მაი 16 - ხუთ
Tbilisi, GE
13°C scattered clouds

სერგეი ლავროვი: რუსეთი ხელს შეუწყობს აფხაზეთის კონტაქტების განვითარებას ლუგანსკსა და დონეცკთან

რუსეთი ხელს შეუწყობს ოკუპირებული აფხაზეთის კონტაქტების განვითარებას ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს შორის, – ამის შესახებ სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს გადაწყვეტილება აღიაროთ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ჩვენ აქტიურად შევუწყობთ ხელს ამ ახალ ქვეყნებთან კონტაქტების განვითარებას. ეს ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას ჩვენს საერთო გეოპოლიტიკურ სივრცეში“, – აღნიშნა ლავროვმა.

ცნობისთვის, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანკისა და დონცესკის ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა. აფხაზეთი კი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები