ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 18:54 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

 უკრაინა აგრძელებს რუსული გაზის ტრანზიტს – უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განმარტება

უკრაინას რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება არ შეუძლია, რადგან ეს ევროპული კომპანიების მიმართ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ნიშნავს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ უკრაინულ გამოცემას „ეკონომიჩესკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„აქ მძიმე მდგომარეობაა, რადგან ჩვენ ტრანზიტის მომსახურებას უზრუნველვყოფთ, მომხმარებელი ან კონტრაგენტები კი ევროპული კომპანიები არიან. ყველა საუბრობს იმაზე, რომ ევროპაში მიწოდება მაქსიმალურად დივერსიფიცირებული უნდა გახდეს. ამისთვის, რა თქმა უნდა, დროა საჭირო, ამის დაუყოვნებლად გაკეთება რთულია“, – განაცხადა გალუშენკომ.

მინისტრის თქმით, ახლა ძალისხმევა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ გაზის შეძენისთვის გადახდილმა თანხამ რუსეთამდე არ მიაღწიოს და გაიყინოს.

საკვანძოა საკითხი, რომ ჩვენ ყველას ვეუბნებით: თქვენ არ უნდა გადაუხადოთ რუსეთს ეს ფული. აუცილებელია ცალკე ესქროუ-ანგარიშების შექმნა, რომელზეც რუსულ ენერგორესურსებზე თანხები დეპონირებული იქნება. რუსებისთვის ამ თანხის გადარიცხვის საკითხი კი იქიდან გამომდინარე გადაწყდება რამდენად სწრაფად წავლენ ისინი უკრაინიდან. ეს რესურსები ჩვენი დანაკარგების კომპენსაციისთვის შეიძლება იყოს მიმართული“, – განცხადა მან.

ენეგეტიკის მინისტრი თვლის, რომ ასეთი ქმედებები ხელშეკრულების დარღვევად არ ჩაითვლება, რადგან თანხის გადახდა მოხდება, თუმცა რუსები მათ ფიზიკურად ვერ მიიღებენ. „იურიდიულად ამის გამართლება შეიძლება“, – დასძინა მან.

გერმანე გალუშენკოს მიაჩნია, რომ ადრე თუ გვიან უკრაინა გაზის სატრანზიტო ფუნქციას დაკარგავს. „ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ტრანზიტის შემცირება ან შეწყვეტის კომპენსაცია ჩვენ სისტემური იმპორტის ხარჯზე შეგვიძლია. „ნაფტოგაზი“ ამ მდგომარეობას უკვე სერიოზულად განიხილავს“, – განმარტა ენერგეტიკის მინისტრმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები