ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 28, 2024 13:25 საათი

თბილისი

აპრ 28 - კვი
Tbilisi, GE
26°C clear sky

ამ ომში დასავლეთის ქვეყნებს სხვადასხვა ინტერესი აქვთ – არის ზოგიერთი ქვეყანა, რომელსაც ხანგრძლივი ომი სურს, რადგან ეს რუსეთის გამოფიტვას ნიშნავს, თუნდაც ეს უკრაინის დაღუპვას ნიშნავდეს -ვოლოდიმირ ზელენსკი

გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში დასავლეთის ქვეყნებს სხვადასხვა ინტერესი აქვთ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთში არის ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც „ხანგრძლივი ომის წინააღმდეგ არ არის, რადგან ეს რუსეთის გამოფიტვას ნიშნავს, თუნდაც ეს უკრაინის დაღუპვას ნიშნავდეს“.

„ამასთანავე, სხვა სახელმწიფოებისთვის უფრო მომგებიანია, რომ ომი მალე დასრულდეს, რადგან რუსული ბაზარი დიდია და მათი ეკონომიკა ომის შედეგად ზარალს განიცდის. ამ ქვეყნებს სურთ, რომ რუსეთმა გარკვეული ბაზრები შეინარჩუნოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ასევე არსებობს ქვეყნების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც აღიარებს რუსეთში ნაციზმს და სურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.

„ამ ჯგუფს უერთდებიან უფრო მცირე ლიბერალური ქვეყნები, რომლებსაც სურთ, რომ ომი მალე დასრულდეს ნებისმიერ ფასად, რადგან ფიქრობენ, რომ ადამნიანები უმთავრესია. გარდა ამისა, კიდევ არსებობს რიგი სახელმწიფოები, რომლებსაც მშვიდობა ნებისმიერ ფასად სურთ, რადგან ეს ქვეყნები ევროპაში რუსეთის ოფისებს წარმოადგენენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები