ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 22:19 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
13°C clear sky

პუტინი აცხადებს, რომ მარიუპოლში რთული ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად, უკრაინელმა სამხედროებმა იარაღი უნდა დაყარონ

ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა მორიგი სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

არსებული  ინფორმაციით, ორმა ლიდერმა განიხილა რუსეთის პოზიცია, მარიუპოლისთვის, ჰუმანიტარული მისიის შესახებ.

პუტინის თქმით, მარიუპოლში რთული ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად, უკრაინელმა სამხედროებმა იარაღი უნდა დაყარონ.

„მხარეებმა გაცვალეს აზრები უკრაინაში მიმდინარე სიტუაციის შესახებ, მათ შორის დღეს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგების გათვალისწინებით. პუტინმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად უკრაინელმა სამხედროებმა უნდა შეწყვიტონ წინააღმდეგობა და დაყარონ იარაღი“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები