ტელეკომპანია სეზონი

მაისი 10, 2024 20:41 საათი

თბილისი

მაი 10 - პარ
Tbilisi, GE
17°C clear sky

„პუტინი არც გიჟია და არც თვითმკვლელი, თუმცა მას შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი“ – მიხეილ ხადარკოვსკი

„პუტინი არც გიჟია და არც თვითმკვლელი, თუმცა მას შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი თუკი ეცოდინება, რომ დაუსჯელი დარჩება“, – ამის შესახებ ცნობილმა რუსმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა „მთავარი არხის“ ეთერში მიხეილ ხადარკოვსკიმ განაცხადა.

მიხაელ ხადარკოვსკის  თქმით, სრულიად შესაძლებელია პუტინმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი.

„რაც შეეხება ბირთვულ შანტაჟს, ჩემი აზრით მას ბაიდენმა ძალიან მკაფიო პასუხი გასცა მასობრივი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, რეაგირება იქნება ანალოგიური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა ვფიქრობ, ნატოს რომ თავიდანვე ასეთი მიდგომა ჰქონოდა, პუტინს ნაკლები სურვილი ექნებოდა ბირთვული შანტაჟისთვის მიემართა.

პუტინი არც გიჟია და არც თვითმკვლელი, თუმცა მას შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი თუკი ეცოდინება, რომ დაუსჯელი დარჩება და ახლა როდესაც ხედავს, რომ უკრაინაში მისი არმია აგებს, მას ამის სურვილი აუცილებლად გაუჩნდება, გარისკავს თუ არა ის ამას, იმაზე იქნება დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ის მკაცრ და მტკივნეულ პასუხს“, – აცხადებს მიხეილ ხადარკოვსკი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები