„რუსული ძალები შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის ემზადებიან“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი კვლავ ცდილობენ ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქის მარიუპოლის აღებას. ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა ორიენტირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევაზე აღმოსავლეთ ნაწილში.
„დაფიქსირდა რუსული ძალების გარკვეული გადაადგილება კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან, მაგრამ უკრაინის სამხედრო სარდლობა ამას არ მიიჩნევს მასობრივ გაყვანად“, – დასძინა მოტუზიანიკმა.
შეგახსენებთ, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კიევიდან და ჩერნიგოვიდან საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობას შეანელებს.
ამასთან, კრემლში ხაზგასმით აცხადებენ, რომ რუსეთის პოზიცია ყირიმთან და დონბასის რეგიონთან დაკავშირებით უცვლელია და განხილვას არ ექვემდებარება.