ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 24, 2024 13:26 საათი

თბილისი

აპრ 24 - ოთხ
Tbilisi, GE
21°C clear sky

ვლადიმერ მედინსკის რაღაც შეეშალა, არცერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ წინ – რამზან კადიროვი

„არცერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ წინ, გამარჯვება ჩვენია, გაუმარჯოს ჩვენს პრეზიდენტს“, – ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი თავის ვიდეომიმართვაში ამბობს, რომელსაც ის ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

კადიროვი 29 მარტს ქალაქ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს „ვლადიმერ მედინსკის რაღაც შეეშალა“.

„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ უკრაინელი ხალხი დაიცვან, არანაირი უკან დახევა არ იქნება.

ბატონ ვლადიმერ მედინსკის რაღაც შეეშალა, ეს არასწორია. ჩვენ გვყავს ჩვენი პრეზიდენტი, ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც წინ იყურება.

ვფიქრობ რამდენიმე დღე დაგვჭირდება იმისთვის, რომ დანარჩენი ობიექტების წმენდა ბოლომდე განვახორციელოთ. ამის შემდეგ კი ჩვენ კიევისკენ დავიძრებით. თუ კიევი თავად არ მოვა ჩვენთან, ჩვენ მივალთ მასთან როგორც სტუმრები, რომლებსაც დიდი ხანია ელოდებიან.

კიევის „რეჟიმს“ მივმართავ, მოდით ერთად გავანადგუროთ „ნაცისტები“, „ბანდეროველები“ და ბოროტი ძალები, რომლებიც უკრაინაში არიან. თქვენი წინაპრები სწორედ ამისთვის იბრძოდნენ. თქვენ დასავლეთი და შტატები ვერ დაგეხმარებათ, რადგან თქვენ დამნაშავეები ხართ, თქვენ ათასობით ადამიანი მოკალით“, – აცხადებს კადიროვი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები