ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 10:29 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
11°C clear sky

„პესკოვის პრიორიტეტული სკალა გაუაზრებელია, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ“ – კადიროვი 

ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ დმიტრი პესკოვმა ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის კრიტიკა დაიმსახურა. კადიროვის გულისწყრომა გამოიწვია, პესკოვის სიტყვებმა. პუტინის თანაშემწემ რუს ტელეწამყვანს ივან ურგანტს პატრიოტი უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ურგანტმა ომი დაგმო.

„არ ვიცოდი, მაგრამ თურმე იმისთვის, რომ გახდე შენი ქვეყნის პატრიოტი, უნდა გააკრიტიკო რუსეთის ქმედებები, წახვიდე საზღვარგარეთ და ხმამაღლა და პათეტიკურად შექმნა ხმაური, შემდეგ დაბრუნდე, თითქოს არაფერი მომხდარა. ასეთი რამ გააკეთა ივან ურგანტმა, რისთვისაც ცოტა ხნის წინ დიმიტრი პესკოვისგან „დიდი პატრიოტის“ წოდება მიიღო“, – წერს კადიროვი.

კადიროვი, ასევე, ნაწყენია, იმაზე, რომ პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა, კადიროვისთვის გენერალ-ლეიტენატის წოდების მინიჭებაზე.

„მე ნამდვილად გამიკვირდა, როდესაც პესკოვმა არ გააკეთა კომენტარი ჩემთვის გენერალ-ლეიტენანტის წოდების მინიჭებაზე, ვითომ იმიტომ, რომ მას ეს ბრძანებულება არ უნახავს. ჩვენ აქ ვართ უსაფრთხოების ყველა ძალებითა და მოხალისეებით, რომლებიც დღედაღამ სპეცოპერაციას ატარებენ. შეიძლებოდა როგორმე დელიკატურად კომენტარის გაკეთება და არა ეს თქვენი „მე არ მინახავს განკარგულება“. მეორეს მხრივ, მშიშარა, რომელიც ვითომ შვებულებაში გაიქცა არასტაბილურობის მომენტში და პოლიტიკურ სცენაზე სიმშვიდის მომენტში დაბრუნდა, ვითომ შვებულებიდან, ნამდვილი პატრიოტია“, – განაცხადა კადიროვმა.

„უცნაურია – ახლა ვფიქრობ. გმირებს გმირებს ვერ ეძახიან, გენერლებს გენერლებს არ ეძახიან, მშიშარა გაქცეულებს კი პატრიოტებს ეძახიან. პესკოვის პრიორიტეტული სკალა რატომღაც გაუაზრებელია. რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ…“, – წერს კადიროვი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები