ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 27, 2024 07:10 საათი

თბილისი

აპრ 27 - შაბ
Tbilisi, GE
14°C clear sky

გერმანია მთავარი პრობლემაა, რის გამოც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ვერ აწესებს – მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ გერმანია არის მთავარი პრობლემა, რის გამოც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ვერ აწესებს. ამის შესახებ Reuters-ზე დაყრდნობით The Guardian  იუწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მატეუშ მორავეცკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე, ვიქტორ ორბანზე საუბრის დროს, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვუდგებით უნგრეთს, ეს უკვე, ასეთი მეოთხე გამარჯვებაა. ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს პატივი უნდა ვცეთ… ეს გერმანიაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში მთავარი დაბრკოლება, თორემ უნგრეთი მხარს უჭერს სანქციებს“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები