ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 30, 2025 22:39 საათი

თბილისი

Oct 30 - Thu
Tbilisi, GE
11°C clear sky

უკრაინა არასოდეს აღიარებს დონბასის „ავტონომიას“ – ზელენსკი

უკრაინა არასოდეს აღიარებს დონბასის „ავტონომიას“, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ტერიტორიების მიტაცებით და ადამიანების მკვლელობით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

მან აღნიშნა, რომ დონბასის „ავტონომიაზე“ საუბარი არ შეიძლება.

„ახლა მათ აღიარეს დონბასის ტერიტორიები, როგორც ცალკეული რესპუბლიკები, რომლებიც არ არიან უკრაინის შემადგენლობაში. რუსეთმა განაცხადა, რომ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ყველა დასახლება არის ”ჩვენი მიწა.” ახლა კი ისინი თითქოს ასუფთავებენ დონბასს ნაცისტებისაგან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ რუსეთი არ საუბრობდა რაიმე სახის ავტონომიაზე და წავიდა ტერიტორიის ასაღებად.

„ჩვენ მათ ავტონომიას არასოდეს ვაღიარებთ“, – დასძინა ზელენსკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის